Search

girlwithabicycleblog

საკუთარი უმწეობის მსხვერპლი

ვინ იცის

გამუდმებით იმედგაცრუების მოლოდინის და სიშორის მსხვერპლი რატომ ვხდები ხოლმე?რამდენჯერაც არ უნდა ვკითხო ჩემს თავს,პასუხს მაინც ვერ მივიღებ რადგან არ იცის და ეს უპასუხობა უფრო მეტად ამძაფრებს წუხილს. ვწერ ახლა წერილს,მონატრებულ მეს და გულის კუნჭულში ემოციები გაცოცხლდნენ,სიმძაფრე შეერიათ და და მერე ამოხეთქავენ ცრემლების სახით,თვალებიდან ნიკაპამდე ჩამოირბენენ,ლოყების ჩამოვლით,მერე,მერე არ ვიცი სადაც უნდათ იქ წასულან…მთავარია გზები გაიკვლიონ და მოშორდნენ ჩემგან,თორემ მერე ფრჩხილის ჩაბრუნებასავით მტკივნეულია მათი ატანა.მე ვტირი,ჩემი სხეული ყინულივით ცივი და უხეში ხდება.სიკვდილი არ მეღირსა,არა და არა.გაგიკვირდა ჰოო ასე ,რომ ვნატრობ?გასაგებია,სასაცილოდაც არ გყოფნის…გადაუღებელი წვიმასავით მოსაბეზრებელი ვხდები ადამიანებისთვის,მაინც და მაინც ცისარტყელად არ გამოვდგები.ვერ მოვისურვილე ჩემი თავი,ჯერ კიდევ კარგად.მაგრამ,ამ ყველაფერს თავი დავანებოთ,ეშმაკსაც წაუღია.ერთი პატარა ვარსკვლავი,რომ გამონათებულიყო ამ უმთვარეო უარაფრო უღრუბლო ცაზე,რა იქნებოდა?და შენ ისევ სასაცილოდ არ გყოფნის ჩემი სურვილები.წამოსვლა,რომ დავაპირე უცებ უკან მივიხედე,არადა არასდროს ვიხედები ხოლმე,ჩემი თავი შემეცოდა,უნდა წამომეყოლებინა თან,მაგრამ ვაი,რომ გამქრალიყო იქაურობიდან და დავრჩი შუაზე გახლეჩილი ვაშლივით,ან იქნებ მთლიანი ვიყავი და უბრალოდ ვლპებოდი?იქნებ მე მეცინებოდა ჩემ სურვილებზე და საცოდაობისგან აღტკინებული,მტრად ვექეცი,გამუდმებით იმედგაცრუების,მოლოდინის და სიშორის რპრპრპრპრპ

Advertisements

.

უნდა მეთქვა ყველაფერი,უნდა ამომეღერღა გულის მიმალული კუნჭულებიდან და სიღრმეებიდან,უნდა მეღრიალა,უნდა დავმდგარიყავი მყარად,უნდა შემძლებოდა საკუთარი თავის გადარჩენა,მაგრამ მოვკალი,ჩემი თავი მოვკალი.ცოცხალიც ვარ და მკვდარიც.ოღონდ უფრო მეორე,რადგან პირველზე მეტად ეს მიადვილდება,მივეჩვიე რა და აღარ ვუძალიანდები..და ყველაფერი მთავრდება და აღარ გამომდის,ჩალის ტილოსავით მივეგდები ერთ ადგილას და ვარ ჩემთვის. და ვიტანჯები და მავთუხლართებიივით მტკივნეულია ჩემი შეხება. სულ არ მოხვიდე,არ გირჩევ, ჩემი უბედურება,რომ მერე შენში აირეკლოს და სრკესავით გახდეს მერე მე რა ვქნა? მე რით გიშველო? მერე უფრო მოვკვდები,უფრო ძლიერად. და ყველაფერი ჩემზე ტყდება,ფრჩხილების დაკვნეტამდე და ხორცების დაწიწკვნამდე და თმების დაგლეჯვამდე და ხელების ქნევებამდე,ფეხების ქნევებამდე, მივყავარ ამ,ამ დაუსრულებლობას. არ მომწონს აქ ყოფნა,იქნებ უსულოდ ყოფნა უფრო მომწონებოდა,ვინ იცის გაქცევა გამოსავალი არ არისო მითხრეს ერთხელ.მე კიდევ გავიქეცი,ძალიან სწრაფად,რადგან მახსოვს მაშინ მეჩქარებოდა,ძალიან ოღონდ რომ მკითხოთ სად არ ვიცი.უბრალოდ აუცილებლად უნდა დამეჯერებინა საკუთარი თავისთვის მაგრამ დღემდე ვუმეორებ ჩემს თავს ამ სიტყვებს.ვერ შევაგნებინე. და ახლაც ალბათ წავალ და კიდევ უფრო ძლიერად ჩავცემ დანას გულში ჩემს თავს. და არ გადავარჩენ.უნდა მეთქვა ყველაფერი,უნდა ამომეღერღა,უნდა მეღრიალა,უნდა შემძლებოდა სიცოცხლე.არ უნდა მოვმკვდარიყავი.მაგრამ მერე რა,ვინ არ მომკვდარა და თან უცოცხლია. უსიცოცხლოდ.სულ არ მინდოდა,რომ წაგეკითხა,მერე შენში რომ შემოახწიოს ჩემმა მოსაწყენმა აურამ,მერე მე რა ვქნა?რით გიშველო? ! მე ხომ ერთი მიგდებული ჩვარი ვარ..უკუკუკუკკუკუ

სიმშვიდედაკარგული

ყოველთვის ცდილობდა საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გაგებას,ბოლო დროს ადამიანებთან საუბარსაც კი გადაჩვეულიყო,უფრო მეტიც კითხვებზე პასუხების გაცემაც კი აღარ უნდოდა.რა ხდებოდა მის თავს?! განა არ ვკითხე უბრალოდ მითხრა,ბევრი არაფერი ვიცი ჩემს შესახებო,მტვერივით აირეოდა,ხან ვიღაცას სახეში ეცემოდა არასასიამოვნოდ,ყოფილა მომენტებიც როცა ზაფხულის თბილი ნიავივით მოხვედრია,შეუგრძნია და მერე ისიც გამქრალა და ესეც და საერთოდაც ყველაფერი სწრაფად,ხშირად,გაუცნობიერებლად ხდებოდა.ამიტომაც დადიოდა თავგზაარეული სულელივით.ადამიანებს ნამდვილი ურთიერთობების არაფერი გაეგებათ,რაც შეეხება ზედაპირულ დიალოგებს კი იცოცხლეო.ვინც მისგან შორს იყო ფიქრით დაახლოებას ცდილობდა,მარტოობა თანდაყოლილი სენია,რომელიც ინკურნება საბედნიეროდო,იმხნევებდა თავს და იმეორებდა ბევრჯერ,სარკის წინ,ძილის წინ,სეირნობისას,ტირილისას და მაინც ყველაზე მეტად აწუხედაბ ის,თუ რატომ არავინ ცდილობდა მასთან დაახლოებას,თუნდაც ფიქრებით?!

….

მაინც ვერაფერი გაეგო.უკკუუკკუ

ჩემზე.

არ მიყვარს ჩახუტება,არც ყვავილები,ცეკვა მითუმეტეს, ხმამაღლა სიცილი.ზედმეტად ეგოისტი ვარ იმისთვის,რომ ერთ-ერთი ვიყო.თუ მეტყვი,რომ ცუდი ვარ უარესი გავხდები,რადგან ნეგატიური რაღაცები ჩემზე ორმაგად მოქმედებს.არაფერი მსიამოვნებს ისე,როგორც ყურადღება. საკუთარ თავზე მეტად ვერავინ მიგებს.მეზიზღება ერთადერთი ადამიანი,შემიძლია დაუსრულებლად ვიფიქრო უცხო ადამიანებზე.ყველაზე ღირებული სულიერებაა. სილამაზეზე მე არ ვსაუბრობ ხოლმე.ხშირად მბეზრდება ბევრი რამ. ყოველთვის,ყველაფერს ვიმახსოვრებ.ტყუილთან მაშინვე წერტილს ვსვამ,ოღონდ ერთს.ხშირად ვიღებ გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად და ეს ამართლებს კიდეც.კომპლექსური არ ვარ,უბრალოდ სითამამეს სხვანაირად აღვიქვამ.ღამე ლამპიონის შუქზე,ველოსიპედიან თანამგზავრთან ერთად სეირნობაა,ჩემი ოცნება,რომელიც ვიცი ამიხდება.

გამარჯობა მე ნინი ვარ. მომიყევი შენზეც,თუ გინდა ახლავე,ან სხვა დროს.

სულაც არ ვთვლი. რომ ასეთი რაღაცები არ უნდა თქვა,პირიქით.ფფძფძფძ

Blog at WordPress.com.

Up ↑